ABOUT US – LabAsociacia.Ge
საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვის და განვითარების ასოციაცია
“Georgian Association for Management and development of Laboratory Medicine” MDLM
ლაბორატორიული მედიცინის დარგში ცვლილებების აუცილებლობიდან გამომდინარე შექმნილია ახალი სტრუქტურა, დაკომპლექტებული ახალი ძალებითა და ახალგაზრდებით: რეზიდენტებით, სტუდენტებით დიპლომირებული მედიკოსებით, დოქტორანტებით, ასოციაციის წევრები არიან ბიოლოგები, ქიმიკოსები, ლაბორატორიული დარგის სპეციალისტები და კლინიცისტები, ყველა ის ვინც თავის საქმიანობით დაკავშირებულია ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასთან. სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის ასოციაციას განსხვავებულს სხვა არსებული მსგავსი ორგანიზაციებისგან ლაბორატორიულ მედიცინაში თუ მომიჯნავე სპეციალობაში და ამავე დროს გამოარჩევს მას ახალი ხედვით, ენერგიით, ქმედებებით, უფრო მეტ საშუალებას იძლევა მისი განვითარებისა და გაძლიერებისათვის.
ახალი ასოციაციის შექმნის იდეამ საწყისი მიიღო საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის საზოგადოებიდან, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს და ამ წლებისათვის ერდადერთი მოფუნქციონირე ასოციაცია გახლდათ ლაბორატორიულ მედიცინაში, ამის დასტურია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გადაცემული არაერთი საქმის განხილვა, რომელიც ეხებოდა ლაბორატორიულ მედიცინას, დასკვნები და ჩატარებული საქმის დოკუმენტები ინახება რეგულირების სააგენტოში. (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საიტზე- www.moh.gov.ge ასოციაციების ჩამონათვალში ის 89-ე ნომერია, ასევე შესულია საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში), საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიული მედიცინის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიული მედიცინის რეზიდენტურის პროგრამ დირექტორი და ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი რუსუდან გვენეტაძე, რომელიც პოზიტიურად შეხვდა წინადადებას ახალი ასოციაციის შექმნის შესახებდა აღნიშნა რომ დრომ მოიტანა ახალი მიმართულების და ფუნქციის მქონე ასოციაციის შექმნის საჭიროება და მათი ერთობლივი მუშაობა წინ წასწევს ლაბორატორიულ დარგს,ხელს შეუწყობს მისი პრობლემების მოგვარებას, ასეთი ასოციაცია საჭიროა რადგან ლაბორატორიული მედიცინის საზოგადოებას წესდებით აქვს ფუნქციონირების განსხვავებული ფორმატი არ არის წევრობაზე ორიენტირებული და მისი ცნობადობაც სპეციალისტებში არარის მაღალი.
ცვლილებების აუცილებლობაზე საუბარი ლაბორატორიული დარგის სპეციალისტებში არაერთხელ მომხდარა, ჩანდა საჭიროება ახალი ორგანიზაციის შექმნისა, რომელიც ახალი პრინციპებითა და ღირებულებებით შეეცდებოდა დარგის განვითარებას და მისი პრობლემების მოგვარებას.
ახალი იდეებით, ახალი ადამიანებით და შესაბამისად ახალი ასოციაციით შემოსვლა დარგში არსებული რეალობის უკეთესით შეცვლის და ახალი პროგრესული ცვლილებების გაჩენის იმედს იძლევა.
სწორედ ამიტომ ლაბორატორიული მედიცინის გამოცდილმა სპეციალისტებმა ათენი 2017 ევრომედლაბის კონფერენციაზე დაგეგმეს ახალი ასოციაციის შექმნის იდეა, აქვე დაიგეგმა კონტაქტი IFCC-ის ორგანიზაციასთან და დაიწყო მუშაობა ამ საკითხებზე, სადღეისოდ ასოციაციას მოგვარებული აქვს ისეთი იურიდიული საკითხები როგორიცაა წესდების შემუშავება, რეესტრში დარეგისტრირება, მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევა და ა.შ. (რასაც დასჭირდა დრო); დადებულია მემორანდუმი სხვადასხვა ასოციაციებთან თუ ორგანიზაციებთან, დაგეგმილია სამუშაოების სქემა,რითაც ის უახლოეს მომავალში წარსდგება თავისი წევრების წინაშე.
ასოციაციის დამფუძნებლები არიან ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტები, ექიმები, რომელთა საქმიანობას ლაბორატორიული მედიცინის დარგი დიდი ხანია იცნობს და ყოველ მათგანს თავისი წვლილი აქვს შეტანილი ლაბორატორიულ საქმიანობაში:
  •  ტესტ დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ნელი ბარნაბიშვილი
  •  ნიუ ჰოსპიტალს-ის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ნინო ღულათავა
  • ლაბორატორია მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი-ს ლაბორატორიის ხელმძღვანელი ია ნემსაძე
  • თსსუ ლაბორატორიული საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, სამედიცინო ცენტრ ჯეოსვისის შპს დიამედიკა პლუსის დირექტორი ნინო გოგოხია
მმართველობითი საბჭოსა და საპატიო წევრების შერჩევის პროცესი ბოლომდე არ არის დადგენილი და გრძელდება, იგეგმება საბჭოს წევრების, საპატიო წევრების, კონსულტანტების მეტი რაოდენობით შემოყვანა ასოციაციაში. ეს წევრები უნდა გამოირჩეოდნენ თავიანთი აქტიური მოღვაწეობით, რათა ასოციაციისათვის ღირებული იყოს მათი წევრობა. საბჭოს წევრების საბოლოო სიებს ასოციაციის ვებგვერდის სიახლეებში გაეცნობით.
ასოციაციაში გაწევრიანება უფასოა (მსურველები გადადით გაწევრინების ბმულზე), ასოციაცია ეცდება თანხების მოზიდვის საშუალებით თავისი წევრებისათვის უფასოდ ან შეღავათიანად განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც იგეგმება მუშაობის პროცესში: საერთაშორისო კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება,სახელმძღვანელოებისა თუ მეთოდური რეკომენდაციების გამოშვება, ლაბორატორიული საქმის სპეციალისტების ინფორმირება სხვადასხვა სიახლეების შესახებ, მათი დაკავშირება მომიჯნავე დარგის სპეციალისტებთან ასოციაციამ საინტერესო უნდა გახადოს თავისი მოღვაწეობა წევრებისათვის და უზრუნველყოს დარგის პროგრესული განვითარება.
shares