LabAsociacia.Ge – ლაბორატორიული ასოციაცია

ABOUT US

ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაცია არის ახალი, დამოუკიდებელი , მაგრამ ლაბორატორიული მედიცინის საზოგადოებასთან ინტეგრირებული და მასთან კავშირში მოფუნქციონირე სტრუქტურა. ასეთი ასოციაციის შექმნა განპირობებულია დამფუძნებელთა განსხვავებული ხედვით, ფუნქციითა და შემადგენლობით.

ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის პრიორიტეტი და განმასხვავებელი ნიშანია მისი მჭიდრო თანამშრომლობა როგორც 2012 წლიდან მოფუნქციონირე ლაბორატორიული მედიცინის საზოგადოებასთან (საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე რ. გვენეტაძე), ასევე სხვადასხვა ტიპის მომიჯნავე სპეციალობების ასოციაციებთან, წევრებად არა მხოლოდ ლაბორატორიული დარგის მუშაკების შეყვანა, არამედ კლინიცისტების, რეზიდენტების, დიპლომირებული მედიკოსების, სტუდენტების და სხვადასხვა სპეციალობების მქონე მუშაკებისა, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას. სწორედეს ეს მრავალფეროვნება გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ახალი ასოციაციისა და ზოგადად დარგის განვითარებას.

ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის ძირითადი მიმართულებაა ლაბორატორიული მედიცინის ინოვაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, დარგში არსებული სხვადასხვა პრობლემების მოწესრიგება, ხელშეწყობა ყველა იმ წამოწყებების თუ ღონისძიებებისა რომლებიც ლაბორატორიულ საქმეს წინ წასწევს და განავითარებს.

ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ლაბორატორიული საქმიანობით დაკავებულ ადამიანებზე ზრუნვა და საკუთარი დარგის ინტერესების დაცვა.

ასოციაციაში გაწევრიანება უფასოა და შესაძლებელია მარტივად

ელექტრონულად მონაცემების დაფიქსირების საფუძველზე . მსურველები გადადით გაწევრიანების ბმულზე.

ვფიქრობთ, რომ ახალი სტილითა და პრინციპებით მოტივირებული ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის ფუნქციონირება როგორც დარგის ასევე მისი წევრებისათვის მხოლოდ პოზიტივისა და სიკეთის მომტანი იქნება

სიახლეები

shares