პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციური მიდგომები ლაბორატორიულ მედიცინაში“. First International Conference organized by MDLM – LabAsociacia.Ge

პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციური მიდგომები ლაბორატორიულ მედიცინაში“. First International Conference organized by MDLM

2019 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის ეგიდით წარმატებით ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციური მიდგომები ლაბორატორიულ მედიცინაში“. “Innovations and New Approaches in Laboratory Medicine”.

კონფერენცია გახსნა კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მაურიციო ფერარიმ.

კონფერენციას 400-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

კონფერენცია გააშუქეს TV პირველმა და თსსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.

12 ოქტომბრის კონფერენციამ დიდი ინტერესით ჩაიარა. დაესწრო (როგორც ბოლოს დავაზუსტეთ) 400-ზე მეტი ადამიანი, იყვნენ რეგიონებიდანაც ლაბორატორიის ექიმები, დაწესებულების ხელმძღვანელები. აღინიშნა, რომ მოხსენებები იყო საინტერესო და ლაბორატორიული მედიცინის ბევრ სხვადახვა სფეროს ეხებოდა. ეს დღე კონფერენციის ორგანიზატორის – ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციაციის – შექმნის მანიფესტირებაც გახლდათ, ამიტომ ასოციაციის ერთგვარი პრეზენტაციაც იყო. ასოციაციის შექმნას მიესალმნენ სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელები და სხვადასხვა მომიჯნავე სპეციალობის ასოციაციის პრეზიდენტები, დაიდო მემორანდუმი უმრავლესობასთან ერთობლივი პროექტებისა და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. საგანმანათლებლო მუშაობა ასოციაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და მნიშვნელოვანია ამ მხრივ თსსუ-ს მხარდაჭერა, რისი დასტურიც იყო თსსუ-ს ხელმძღვანელობიდან საპატიო სტუმრების მობრძანება, მათი გვერდში დგომის გაჟღერება და დემონსტრირება. მადლობა თსსუ-ს ხელმძღვანელობას, ვფიქრობთ მომავალში შეხვედრების ნაწილი მის სივრცეშიც ჩაივლის.