LabAsociacia.Ge – ლაბორატორიული ასოციაცია

ჩვენ შესახებ

ლაბორატორიული მედიცინის მართვის და განვითარების ასოციაცია არის ახალი, დამოუკიდებელი, მაგრამ ლაბორატორიული მედიცინის საზოგადოებასთან ინტეგრირებული და მასთან კავშირში მოფუნქციონირე სტრუქტურა. ასეთი ასოციაციის შექმნა განპირობებულია დამფუძნებელთა განსხვავებული ხედვით, ფუნქციითა და შემადგენლობით.

ლაბორატორიული მედიცინის მართვის და განვითარების ასოციაციის პრიორიტეტი და განმასხვავებელი ნიშანია მისი მჭიდრო თანამშრომლობა როგორც 2012 წლიდან მოფუნქციონირე ლაბორატორიული მედიცინის საზოგადოებასთან (საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე პროფ. რ. გვენეტაძე), ასევე სხვადასხვა ტიპის მომიჯნავე სპეციალობების ასოციაციებთან, წევრებად არა მხოლოდ ლაბორატორიული დარგის მუშაკების შეყვანა, არამედ კლინიცისტების, რეზიდენტების, დიპლომირებული მედიკოსების, სტუდენტების და სხვადასხვა სპეციალობების მქონე მუშაკებისა, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას. სწორედ ეს მრავალფეროვნება გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ახალი ასოციაციისა და ზოგადად დარგის განვითარებას.

ლაბორატორიული მედიცინის მართვის და განვითარების ასოციაციის ძირითადი მიმართულებაა ლაბორატორიული მედიცინის ინოვაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, დარგში არსებული სხვადასხვა პრობლემების მოწესრიგება, ხელშეწყობა ყველა იმ წამოწყებების თუ ღონისძიებებისა, რომლებიც ლაბორატორიულ საქმეს წინ წასწევს და განავითარებს.

ლაბორატორიული მედიცინის მართვის და განვითარების ასოციაციის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ლაბორატორიული საქმიანობით დაკავებულ ადამიანებზე ზრუნვა და საკუთარი დარგის ინტერესების დაცვა.

სიახლეები

ასოციაციაში გაწევრიანება უფასოა და შესაძლებელია მარტივად

პირველი  ეტაპია რეგისტრაცია, სადაც თქვენი განაცხადი ფიქსირდება გაწევრიანების სურვილის შესახებ, მონაცემთა შეყვანის საფუძველზე.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პირადი მონაცემები კონფედენციალურია, ელექტრონულად არ ჩანს და თქვენს მონაცემებს მხოლოდ დოკუმენტაციაზე მომუშავე პირი ეცნობა.
განაცხადის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებათ ასოციაციიდან წარმომადგენელი შემდგომი პროცედურებისათვის, რასაც მოყვება კრების ოქმის საფუძველზე პირის გაწევრიანება.
შეზღუდვა რომ ფიზიკური პირი იყოს სხვა  ასოციაციის წევრიც ჩვენს ასოციაციას წესდებით არ აქვს

ვფიქრობთ, რომ ახალი სტილითა და პრინციპებით მოტივირებული ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის ფუნქციონირება როგორც დარგის ასევე მისი წევრებისათვის მხოლოდ პოზიტივისა და სიკეთის მომტანი იქნება

shares